შიდა ქართლში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიტანეს
შიდა ქართლში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიტანეს

შიდა ქართლის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს შეიტანეს. კასპში, ქარელში, გორსა და ხაშურში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ 2 600 დოზა შეიტანეს.

ვაქცინა მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვისაა განკუთვნილი და აცრები ხვალიდან დაიწყება.

15 მარტს აიცრებიან სამედიცინო ცენტრ „გორმედისა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები. 17 მარტიდან კი კასპის „მედალფა“, ქარელის „გორმედის“ და ხაშურის „ახალი კლინიკის“ მედპერსონალი აიცრება.

„დღეს შიდა ქართლში წამოვიღეთ ვაქცინის 2 600 დოზა. ეს ვაქცინა განაწილდება რეგიონის მუნიციპალიტეტებში. კასპიდან დავიწყეთ. ვაქცინა მივა ქარელი, ხაშური, გორის ჯანდაცვის ცენტრებში და ცენტრებიდან მოხდება დაწესებულებების მიერ გატანა. ვაქცინაცია დაიწყება 15 მარტს. ჯერ აიცრებიან სამედიცინო ცენტრ „გორმედისა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები. 17 მარტიდან კი კასპის „მედალფას“, ქარელის „გორმედის“ და ხაშურის „ახალი კლინიკის“ მედპერსონალი აიცრება. პირველ ეტაპზე აიცრებიან მაღალი რისკ ჯგუფის სამედიცინო პერსონალი. გადამზადებული არიან ბრიგადები. თითოეულ დაწესებულებაში არის ორ-ორი ბრიგადა. მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალში ერთი სარეზერვო ბრიგადა ემატება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკატეტინე ქორჩაშვილმა.