შიდა ქართლში კორონავირუსზე სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან
შიდა ქართლში კორონავირუსზე სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან

შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ზე აღებული სამი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ნიმუშები ცხელების ცენტრიდან გუშინ გაიგზავნა. დღეს „კივიდ-19“-ის ახალი დადასტურებული შემთხვევა რეგიონში არ არის.

როგორც მთელს საქართველოში, შიდა ქართლშიც ავტომანქანებით გადაადგილება 12:00 საათიდან აიკრძალა. დღეიდან ასევე ჩაიკეტა რეგიონის ყველა მუნიციპალური სასაფლაო.

„საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სასაფლაოები ყველა მუნიციპალიტეტში დაიკეტება, როგორც ავტომანქანით ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. ადგილზე სამართალდამცავები გააკონტროლებენ ვითარებას. ამ დროისთვის, ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. როგორც ხაშურის, ასევე კასპის იმ სოფლებიდან, სადაც არის ახალი კორონავირუსის შემთხვევა დამატებითი ნიმუშები აღარ აღებულა. ამ დროისთვის, სამი ანალიზის პასუხს ველოდებით, რომელიც ცხელების ცენტრებიდან გაიგზავნა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მისახლეობას, დარჩეს სახლში“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.