შიდა ქართლში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლში „კოვიდ19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

„კოვიდ-19“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრებს დაუდასტურდა. ის გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული უმცროსი მედდის პირდაპირი კონტაქტია.

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 17 სინჯი იყო გაგზავნილი.

კორონავირუსის ახლად გამოვლენილი ფაქტი შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის მერვე შემთხვევაა.