შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი გორის, ორი კი ხაშურის მცხოვრებია
შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი გორის, ორი კი ხაშურის მცხოვრებია

შიდა ქართლში კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის სამი გორის, ორი კასპის და ორი ხაშურის მცხოვრებია.

ყველა მათგანი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის კონტაქტებს განეკუთვნება და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ასევე აღებულია დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 16 პირის ნიმუში. შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციაში 178 პირი რჩება.

რეგიონიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში სულ 172 ნიმუში იყო გაგზავნილი.