შიდა ქართლში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ამჟამად, რეგიონში „კოვიდ-19“-ის 948 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას გადის 483 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდკლინიკებში. თვითიზოლაციაში რჩება 1417 ადამიანი.