შიდა ქართლში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში „კოვიდ19“-ის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის ორი, სოფელ ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეა.

ეპიდემიილოგები აგრძელებენ ინფიცირების წყაროს მოძიებას, ორის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.

რეგიონში 607 პირი რჩება თვითიზოლაციაში.

ჯამში, შიდა ქართლში კორონავირუსის 128 შემთხვევაა დადასტურებული.