შიდა ქართლში გამოკვლეული 76 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

11:35, 21.05.2020

შიდა ქართლში ჩატარებული 76 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია. კვლევისთვის რეგიონიდან ცხელების ცენტრებში მყოფი პირებისა და მედპერსონალის ანალიზები იყო გაგზავნილი.

შიდა ქართლში კორონავირუსის ათი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფექციის ბოლო შემთხვევა რეგიონში ერთი კვირის წინ დაფიქსირდა.

შიდა ქართლში თვითიზოლაციაში 34 პირი რჩება.

მსგავსი