შიდა ქართლში გამოკვლეულ 67 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შიდა ქართლში გამოკვლეულ 67 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 67 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ასევე უარყოფითია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდან გაგზავნილი ნიმუშების პასუხებიც.

სოფელ მეტეხიდან, სადაც ერთი ოჯახის ხუთი წევრია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, ლუგარის ლაბორატორიაში 32 ნიმუში იყო გაგზავნილი.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა დაუდასტურა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარს „კოვიდ-19“ ორი დღის წინ დაუდასტურდა. კორონავირუსით მეტეხში მცხოვრები სანიტრის ოჯახის ოთხი წევრი ინფიცირებული.