შიდა ქართლში დღეს კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი არასრულწლოვანია

12:38, 17.10.2020

შიდა ქართლში დღეს კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევაა.

ინფიცირებულებს შორის არის ოთხი არასრულწლოვანი, სამი მათგანი გორის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.

ახალ დადასტურებულ შემთხვევაში შედის ტელეკომპანა „დიას“ ჟურნალისტი. მისი კონტაქტები ნაწილობრივ მოძიებულია, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება. სულ რეგიონში თვითიზოლაციაში 743 პირია გადაყვანილი.

შიდა ქართლში „კოვიდ 19“-ის 163 შემთხვევაა სულ დადასტურებული.

მსგავსი