შიდა ქართლში, დევნილთა დასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

17:24, 28.04.2020

შიდა ქართლის რეგიონში, დევნილთა საცხოვრებელი შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაოები იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერითა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ჩართულობით განხორციელდა.

შესაბამისი წესების სრული დაცვით, ჯამში, 33 შენობის დეზინფექცია ჩატარდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი