შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15:09, 01.11.2020

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ამასთან, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირია.

ამჟამად, რეგიონში კოვიდინფიცირების 908 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 427 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 56 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში 1 423 ადამიანი რჩება.

მსგავსი