შიდა ქართლში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 177 შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 22 ადამიანი და თვითიზოლაცია მოეხსნა 51 პირს.
სულ რეგიონში 1 385 პირია ინფიცირებული. მათ შორის 671 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე.
ამასთან, შიდა ქართლში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 654 ადამიანი.
საქართველოში ბოლო 24 სააათში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.