შიდა ქართლში 460 პირი თვითიზოლაციაში იყოფება
შიდა ქართლში 460 პირი თვითიზოლაციაში იყოფება

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან შვიდი რეგიონის მცხოვრებია და „ჯიპისის“, „ფარმადეპოსა“ და მომსახურების სააგენტოს კლასტერებს განეკუთვნებიან. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სკოლა, სადაც მოზარდი სწავლობს, სწავლის ონლაინ რეჟიმზეა გადასული.

დანარჩენი ექვსი ინფიცირებულის რეგისტრაციის ადგილია შიდა ქართლი, თუმცა ისინი თბილისში ცხოვრობენ. აღნიშნული შემთხვევები თბილისის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას უკავშირდება.

შიდა ქართლში თვითიზოლაციაში 460 პირია გადაყვანილი. რეგიონში სულ „კოვიდ-19“-ის 90 შემთხვევაა დადასტურებული.