შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს.

ინციდენტი, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობს, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. საბა წიწიკაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა, რა დროსაც, მისი თქმით, პოლიციელებმა მას შემთხვევის ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შეეცადნენ ტელეფონის წართმევას.

საქმეზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.