შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში „კოვიდ19“-ის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში „კოვიდ19“-ის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში „კოვიდ19“-ის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ამასთან, მისი თქმით, კორონავირუსით 81 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 1036 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 507 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდკლინიკებში. თვითიზოლაციაში რჩება 10 425 ადამიანი.