შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში „კოვიდ-19“-ის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი ​ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

რეგიონში სულ 1 230 პირია ინფიცირებული, მათ შორის – 582 პაციენტი სახლში მკურნალობს. თვითიზოლაციაში კი, 1 486 ადამიანი იმყოფება.

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 57 პირს.