შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 37 შემთხვევა დადასტურდა

15:25, 18.10.2020

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვდინფიცირების 37 ახალი შემთხვევა. აქედან ნაწილი უკვე ცნობილი კლასტერის კონტაქტია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირების წყაროს დასადგენად. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე შიდა ქართლში 192 ინფიცირებულია, მათ შორის 53 მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 919 პირი.

მსგავსი