შიდა ქართლის პოლიციამ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ტ.ც. სექსუალური ხასიათის  ქმედების ბრალდებით, გორში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა.

„ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის  ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი