შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, გამყოფ ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.

ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ მოისმინეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და მათ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სახელმწიფო მინისტრმა აღინიშნა, რომ აქტივობა არ არის ერთჯერადი ხასიათის და საბოლოო ჯამში, დახმარებას საქართველოს ყველა რეგიონში გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველი თითოეული მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.