შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის 14 პირის ნიმუში გადაიგზავნა

23:39, 04.05.2020

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის 14 ნიმუში გადაიგზავნა. აქედან 13 რეგიონის ცხელების ცენტრებიდან გაიგზავნა, ერთი ნიმუში კი ინფიცირებული მედდის კონტაქტების კვლევას უკავშირდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შიდა ქართლის საოპერაციო საკოორდინაციო შტაბიდან აცნობეს.

ამ დროისთვის შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ით ცხრა პირია ინფიცირებული.

მსგავსი