შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 112 ნიმუში გაიგზავნა
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 112 ნიმუში გაიგზავნა

ლუგარის ლაბორატორიაში შიდა ქართლიდან დღეს 112 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 86 ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი პირის ნიმუშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღებულ იქნა ასევე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული 26 ნიმუში.

შიდა ქართლში კორონავირუსის სულ 23 დადასტურებული შემთხვევაა.