შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 42-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 42-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია.

სულ რეგიონიდან 42 ნიმუში იყო გაგზავნილი.

კორონავირუსი არ დაუდასტურდათ სოფელ მეტეხში მცხოვრები, ბოჭორიშვილის კლინიკის სანიტრის ოჯახის წევრებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში აცხადებენ, გაგრძელდება დაკვირვება სოფელ მეტეხში, ინფიცირებული 52 წლის ქალის კონტაქტებზე.