შიდა ქართლიდან კორონავირუსზე გამოკვლეული 15 ანალიზიდან, ყველა პასუხი უარყოფითია

14:32, 10.05.2020

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

15 გამოკვლეული ანალიზიდან სამი ნიმუში გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, დანარჩენი კი, რეგიონის ცხელების ცენტრებიდან იყო გადაგზავნილი.

შიდა ქართლში სულ „კოვიდ-19“-ით ცხრა პირია ინფიცირებული.

მსგავსი