შეზღუდვების გამო, საბერძნეთში სააღდგომო მსახურება ცარიელ ტაძრებში ჩატარდა
შეზღუდვების გამო, საბერძნეთში სააღდგომო მსახურება ცარიელ ტაძრებში ჩატარდა

საბერძნეთში დაწესებული შეზღუდვების გამო, სააღდგომო მსახურება ცარიელ ტაძრებში ჩატარდა.

ინფორმაციას „ალჟაზირა“ ავრცელებს.

საბერძნეთში კოვიდ19- ის პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული.

მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, სახლებში დარჩენილიყვნენ.

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, თესალონიკში მოსახლეობა აივნებზე გავიდა და სანთლები აანთო.

„ალჟაზირას“ ინფორმაციით , მიუხედავად აკრძალვისა, თესალონიკში წმინდა დემეტრიოსის ეკლესიასთან მორწმუნეთა ნაწილი, სანთლებით ხელში შეიკრიბა.