შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოიკითხებიან
შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოიკითხებიან

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან გამოკითხვაზე დაბარებულები.

უწყებაში მათ 11:00 საათზე ელოდებიან.

პროკურატურაში დღეს დავით კაშიას, ნინო კალანდაძეს, ნინო შარშიძეს, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილს და ზინაიდა ვერულაშვილს ელოდებიან.

საქმეზე უკვე გამოიკითხა მოკლული დავით ოთხმეზურის მამა გიორგი ოთხმეზური. გამოძიების კითხვებს უპასუხა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.