შევიდა, გაამწვავა, მაგრამ გუნდი ვერ გადაარჩინა - დავითაშვილმა თანაგუნდელთა შორის მეორე შეფასება მიიღო #1TVSPORT
შევიდა, გაამწვავა, მაგრამ გუნდი ვერ გადაარჩინა - დავითაშვილმა თანაგუნდელთა შორის მეორე შეფასება მიიღო #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა ტულის „არსენალში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად წაგებისა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, სადაც ქართველები თამაშობენ. გათამაშების აუტსაიდერმა ეკატერინბურგისურალმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:0. გოლები ერიკ ბიკფალვის (5 წუთი) და ანდრეი ეგორიჩევის (32) ანგარშზეა.

ტულელთა მთავარმა მწვრთნელმა მიდრაგ ბოჟოვიჩმა დავითაშვილი სათადარიგოებში დატოვა, მაგრამ გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით რომ აგებდა, მოედანზე შეუშვა და ქართველმა ნახევარმცველმა თამაში გაამწვავა. მართალია, ამას გოლი არ მოჰყოლია, მაგრამ „ჩემპიონატმა“ მას 7.0 ქულა დაუწერა და მასზე უკეთესო შეფასება (7,5) მხოლოდ ერთ მოთამაშეს დაუწერა.

„ურალში“ 87-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა გაგნიძე, ხოლო მარცხენა მცველი ლეო გოგლიჩიძე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა სათადარიგოებში დატოვა.

ურალმა“ 9 ტურში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-16 ადგილზეა. ხოლო „არსენალი“ (მე-13 პოზიციაზეა.