კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა
კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჭურვის ნამსხვრევების დაცემის შედეგად 12-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ახლოს მდებარე ცხრასართულიანი კორპუსი კი დაზიანდა.

მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსებიდან ადამიანების ევაკუაცია მალევე დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.