შევჩენკო უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2020 წლამდე იქნება
შევჩენკო უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2020 წლამდე იქნება

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2020 წლის აგვისტომდე კვლავ ანდრეი შევჩენკო იქნება.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ანდრეი შევჩენკოსთან კონტრაქტი ორი წლით გახანგრძლივდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში შევჩენკოს თანაშემწეები კვლავ ანდრეა მალდერა, პედრო ლუის იარო რეგუერო და მაურო ტასოტი იქნებიან.

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლიდან მუშაობს. გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ ფედერაციის წარმომადგენლებმა 41 წლის სპეციალისტს ნდობა მაინც გამოუცხადეს.

შევჩენკოს ხელმძღვანელობით ჩატარებული 17 შეხვედრიდან უკრაინის გუნდმა ცხრა მატჩი წარმატებით, ხოლო ოთხი ფრედ დაასრულა.