„შევარდენმა“ უკრაინული შეკრება დაასრულა
„შევარდენმა“ უკრაინული შეკრება დაასრულა

„შევარდენმა“ უკრაინულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა – „იუნკრები“ კიევის „ობოლონს“ დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ. ქართველთა მხრდიან თავი თამაზ ბაბუნაძემ გამოიჩინა.

გუნდმა უკრაინაში ორკვირიანი შეკრება გაიარა და 5 მატჩი გამართა – კიევის „არსენალთან“, ლვოვის „კარპატისთან“, „ოლიმპიკთან“ და „შახტარის“ ახალგაზრდულ გუნდთან. გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა ერთი მატჩი მოიგეს და ოთხი წააგეს. შეკრებაზე გუნდის გოლეადორი თამაზ ბაბუნაძე გახდა, რომელმაც მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

„იუნკრები“ საქართველოში უკვე გამოფრინდნენ და პირველი აგვისტოდან მზადებას თბილისში, „ხვამლი არენაზე“ განაგრძობენ.