”შევარდენი” და ”ლოკომოტივი” ”ზამთრის თასის” ნახევარფინალში გავიდნენ
”შევარდენი” და ”ლოკომოტივი” ”ზამთრის თასის” ნახევარფინალში გავიდნენ

თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ”ზამთრის თასის” გათამაშების პირველი სათამაშო დღე მეოთხედფინალური მატჩებით დასრულდა.

ეროვნული ლიგა 2-ის ”შევარდენი” ”საბურთალოს” შეხვდა. დაძაბულ ბრძოლაში ”შევარდენმა” უფრო გამოცდილი მეტოქე 5:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მეორე მეოთხედფინალში ”ლოკომოტივი” ბოლნისის ”სიონს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა 6:2.

ამგვარად ორი ნახევარფინალისტი ცნობილია. კიდევ ორი ხვალ გაირკვევა, როდესაც გათამაშებაში ”ა” და ”ბ” ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან. მატჩები 10:00 საათზე დაიწყება.

13 იანვარი. თამაშების განრიგი:

10:00 რუსთავი-გაგრა
10:45 ტორპედო-თელავი
11:30 რუსთავი-თელავი
12:15 ტორპედო-გაგრა
13:00 გაგრა-თელავი
13:45 ტორპედო-რუსთავი
14:30 დინამო თბ- ნორჩი დინამო
15:15 კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
16:00 დინამო თბ-ვიტ ჯორჯია
16:45 კოლხეთი-ნორჩი დინამო
17:30 ვიტ ჯორჯია-ნორჩი დინამო
18:15 დინამო თბ-კოლხეთი

მეოთხედფინალები
20:00 ,,ა“1-,,ბ“2
20:45 ,,ბ“1- ,,ა“2