შეურჩიეთ სახელი ნასას ახალ მარსმავალს — ხმის მიცემა დაიწყო
შეურჩიეთ სახელი ნასას ახალ მარსმავალს — ხმის მიცემა დაიწყო

რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლებლობა გაქვთ ხმა მისცეთ ნასას ახალი მარსმავალის თქვენს ფავორიტ სახელს.

კონკურსი აშშ-ში 2019 წლის აგვისტოში დაიწყო, სულ შევიდა 28 000-ზე მეტი სახელი, რომელთაგანაც სპეციალურმა ჟიურიმ საბოლოო ცხრა ფინალისტი შეარჩია.

  • Endurance (გამძლეობა)
  • Tenacity (მიზანსწრაფულობა)
  • Promise (პირობა)
  • Perseverance (შეუპოვრობა)
  • Vision (ხედვა)
  • Clarity (სიცხადე)
  • Ingenuity (გამჭრიახობა)
  • Fortitude (მამაცობა)
  • Courage (გამბედაობა)

ხმის მიცემა გახსნილია და 27 იანვრის დილამდე გაგრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ნასა მარტის დასაწყისში მიიღებს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე. როგორც ინტერაქტიულ რუკაზე ჩანს, საქართველოდან ამ დროისათვის შესულია 248 ხმა. სიას ხმებით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ჩვენი მეზობელი თურქეთია.

ამჟამად უსახელო მავალი 1000 კილოგრამს იწონის. მოძებნის მარსზე წარსულში სავარაუდოდ არსებული მიკრობული სიცოცხლის კვალს, დაახასიათებს პლანეტის კლიმატსა და გეოლოგიას, შეაგროვებს მომავალში დედამიწაზე გამოსაგზავნ ნიმუშებს და მოამზადებს გზას წითელ პლანეტაზე ადამიანთა ჩასასვლელად. მავალი 2020 წლის ივლისში ან აგვისტოში გაეშვება და მარსის ჯეზეროს კრატერში 2021 წლის 18 თებერვალს დაჯდება.