შეუჩერებელი შენგელია და ჰაკეტი - „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაამარცხა #1TVSPORT
შეუჩერებელი შენგელია და ჰაკეტი - „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ერთმანეთის პირისპირ ქართველების გუნდები წარდგნენ. გიგა ჯანელიძის „ვენეციამ“ თორნიკე შენგელიას „ვირტუსს“ უმასპინძლა და 73:87 დამარცხდა.

გიგას არ უთამაშია, ხოლო თოკო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იყო. იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე მიმოხილვას ასეთი სათაური აქვს: „შეუჩერებელი შენგელია და ჰაკეტი – „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაამარცხა“.

ქართველი ფორვარდის სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 18 მქკ.

ჰაკეტმა 25 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი მოაგროვა და მარგი ქმედების კოეფიციენტი თორნიკესნაირი ჰქონდა – 18.

„ვირტუსმა“ ამ მოგებით „ვენეციას“ გაასწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა (18 მოგება, 8 წაგება). 19 გამარჯვებით პირველია „ბრეშა“, ხოლო ჯანელიძის „ვენეცია“ 17 მოგებით მეოთხე პოზიციაზეა.