შეუჩერებელი კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია - ჩემპიონთა ლიგამ ქართველი ისევ გამოარჩია [ვიდეო] #1TVSPORT
შეუჩერებელი კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია - ჩემპიონთა ლიგამ ქართველი ისევ გამოარჩია [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ტვიტერსა და ფეისბუქში გამოქვეყნდა ვიდეოები, სადაც „ნაპოლი“- „აიაქსის“ მატჩიდან ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტების კოლაჟია.

„შეუჩერებელი კვარაცხელია „აიაქსის” წინააღმდეგ“,  – ეს პოსტი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

„რა ტალანტია – კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია“ – ეს უკვე ჩემპიონთა ლიგის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერია.

„არეა ნაპოლი“- „ჩემპიონთა ლიგის სოციალურ ქსელებში ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი კიდევ ერთხელ მიუძღვნეს. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ტექნიკური უნარებისა და გოლების წყალობით ნეაპოლიტანელთა გულები რამდენიმე თვეში მოიგო, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ამას გამო არ უყვართ. ქართველი მოკრძალებული ბიჭია და თავის მხარდამჭერებთან ყოველთვის კავშირი აქვს. ის საქართველოში სიმბოლოდ ითვლება, იქამდე, რომ კვარას თამაშების საყურებლად გიგანტურ ეკრანებს აყენებენ. ქართველი საშუალო მაჩვენებელი შთამბეჭდავია: გოლი, პასი თუ პენალტი ყოველ 62 წუთში.

თუმცა, ფრთხილად იყავით, ეს მხოლოდ მისი მშვენიერი ისტორიის დასაწყისია, სეზონი კი გრძელია. ყოველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კვარაცხელია შესანიშნავი მოთამაშეა და ეს მან დაამტკიცა თუნდაც ისეთ უმაღლეს დონეზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გასაკვირი არ არის, რომ ევროპის ტოპ ტურნირის სოციალურ ქსელებში მისი შექება სურდათ“.