შეშელიძის ქუჩაზე მეწყერული ზონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
შეშელიძის ქუჩაზე მეწყერული ზონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

დედაქალაქის მერია შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

როგორც დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

„უკვე შექმნილია დეტალური პროექტი და მისი განხორციელება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამჟამად, წვიმების დროს, მიწის მასები გადაადგილდება და საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამ მასას აქვს დაკავებული. მოწესრიგდება ტერიტორია და აშენდება მეწყერდამჭერი კედლები. მომდევნო წლის გაზაფხულზე ეს პროექტი დასრულებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რადგან აქ ბევრი კორპუსია და იმისათვის, რომ მათ მცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნას, შეზღუდულ ვადებში განვახორციელებთ ამ პროექტს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარია.

დატოვე კომენტარი