შესაძლოა, უნგრეთის ნაკრებს საქართველოსთან ბენდეგუზ ბოლა ვერ დაეხმაროს #1TVSPORT

10:52, 30.09.2026

დიდი ალბათობაა, ბენდეგუზ ბოლამ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგაზე ვერ ითამაშოს – უნგრეთის ნაკრების მარჯვენა მცველმა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი ნაადრევად დაასრულა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ბელფასტში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ბოლას ისე ეუხეშნენ, 34-ე წუთზე სამედიცინო პერსონალმა მოედნიდან საკაცით გაიყვანა. მთავარმა მწვრთნელმა მარკო მის ნაცვლად ატილა ოშვათი შეიყვანა.

26 წლის ფეხბურთელი ვენის „რაპიდში“თამაშობს და უნგრეთის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბოლამ დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა, დაჟეჟილობა და კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა აღენიშნება.

ასეთ მდგომარეობაში საეჭვოა, ბოლა ერთა ლიგის მესამე ტურში დაეხმაროს უნგრეთის ნაკრებს, რომელიც B ლიგის მე-2 ჯგუფში მესამე ადგილზეა (1 ქულა) და 2 ოქტომბერს საქართველოს უმასპინძლებს.

მსგავსი