შესაძლოა, პოჩეტინო ზაფხულში „ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი გახდეს
შესაძლოა, პოჩეტინო ზაფხულში „ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი გახდეს

ინგლისური „ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ზაფხულში შესაძლოა, „ატლეტიკოში“ დიეგო სიმეონე შეცვალოს, იტყობინება ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“.

მადრიდულ კლუბს დიდი ძალისხმევა მოუწევს არგენტინელი სპეციალისტის გადასაბირებლად, რადგან პოჩეტინოს ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობა აქვს განზრახული. წყაროს ცნობით, „ატლეტიკო“ მაურისიოს გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.

ცოტა ხნით ადრე პოჩეტინომ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ ლა ლიგაში ან პრემიერლიგაში გააგრძელებს მუშაობას.