თურქული კლუბი „ბეშიქთაში“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია. როგორც გამოცემა „გოლი“ იტყობინება, პრეტენდენტთა შორის უნგრული „ფენეცვაროშის“ თავკაცი, უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვიც მოხვდა.
კიევის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს შანსი აქვს, შეცვალოს შენოლ გიუნეში, რომელიც თურქეთის ნაკრების თავკაცად ინიშნება. რებროვთან ერთად ორი თურქი სპეციალისტის განიხილება და ასევე გუტი, რომელიც ამჟამად გიუნეშის დამხმარეა „ბეშიქთაშში“.