უეფა-ს პრეზიდენტი – იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე #1TVSPORT
LONDON, ENGLAND – SEPTEMBER 14: UEFA President Aleksander Ceferin looks on prior to the UEFA Champions League group H match between Chelsea FC and Zenit St. Petersburg at Stamford Bridge on September 14, 2021 in London, England. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა C ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლაზე. მისი თქმით, იტალიის ნაკრები ვალდებულია, ტურნირზე გაემგზავროს.
„იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კატასტროფა. იტალიის ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია, მიმაჩნია, რომ ის დაამარცხებს უკრაინას“, – მოჰყავს ჩეფერინის სიტყვები გამოცემა LaPresse-ს.
ევრო 2024-ის შესარჩევში იტალია საგზურისთვის უკრაინის ნაკრებს ებრძვის. ლუჩანო სპალეტის გუნდი სამი ქულით ჩამორჩება სერგეი რებროვის გუნდს, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ეს ნაკრებები ერთმანეთს 20 ნოემბერს, ლევერკუზენში შეხვდებიან ერთმანეთს.