შესაძლოა, ალეგრიმ „ინტერში“ კონტე შეცვალოს
შესაძლოა, ალეგრიმ „ინტერში“ კონტე შეცვალოს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაუბრუნდეს სამუშაოს. როგორც „სკაი სპორტსი“ წერს, მწვრთნელის გაფორმებით დაინტერესებულია მილანის „ინტერი“.

როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, „ინტერი“ გამოეთხოვება ანტონიო კონტეს. ეს გუნდი სერია A-ში მეოთხე ადგილზეა და 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ „იუვენტუსს“.

ადრე გახდა ცნობილი, რომ მასიმილიანო ალეგრის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ ოფიციალურად ამოიწურა და იტალიელ სპეციალისტს შეეძლება სამუშაოზე დაბრუნება.