შერმადინმა „ტენერიფე“ სამეფო თასზე გაიყვანა - 23 ქულა ბურგოსში [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-16 მატჩი გამართა და მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელებმა „ბურგოსი“ სტუმრად 81:73 დაამარცხეს, რაც უმეტესწილად ქართველი ცენტრის დამსახურებაა.

„შერმადინმა „ტენერიფე“ სამეფო თასზე გაიყვანა“, – ასეთი სათაური აქვს ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას. სტატისტიკას გადავხედოთ და დარწმუნდებით, რომ გადამეტებული არაფერია:

27 წუთი, 23 ქულა (8/8 ორქულიანი, 7/7 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 29.

ამ მაჩვენებლით გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. მისმა ბრაზილიელმა მეწყვილე მარსელინიო უერტასმა 12-12 ქულა-პასი გაიფორმა.

ესპანეთის სამეფო თასი თებერვალში გაიმართება და მისი მონაწილეები ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ვლინდებიან – თასზე საუკეთესო რვაეული თამაშობს. „ტენერიფე“ 9 მოგებითა და 7 მარცხით მერვე პოზიციაზეა.