შერმადინმა მაკფადენს ბოლო სამ დღეში ორჯერ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
შერმადინმა მაკფადენს ბოლო სამ დღეში ორჯერ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თად მაკფადენისბურგოსს“ ბოლო სამ დღეში მეორედ დაუპირისპირდა. პირველად ეს საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, ამჯერად – ესპანეთის ჩემპიონატში. შერმადინის თანაგუნდელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს.

ესპანეთის პირველობაზე, 8 აპრილს „ტენერიფემ“ სტუმრად 98:86 იმარჯვა.

შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. მაკფადენმაც 12 ქულა მოუტანა თავის გუნდს, რასაც 2 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

ტენერიფელებს ესპანეთის პირველობაზე 27 მატჩიდან 22 აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილში მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩებიან. „ბურგოსი“ 26 მატჩიდან 17 მოგებით მე-5 ადგილზეა.