შერმადინის მორიგი აღიარება - ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფესწინახაზელმა გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. იგი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

ესპანური ლიგის ოფიციალურმა საიტმა მასთან ერთად სიმბოლურში მოახვედრა მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ძანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა).

საიტზე გიორგის შესახებ საინტერესო რამ წერია: „ქართველმა ცენტრმა მორიგი დიდებული სეზონი ჩაატარა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (21.5), ზუსტ ორქულიანებსა (5.1) და საჯარიმოებში (5.0) მე-2 იყო. გარდა ამისა, მე-3 ადგილზე გავიდა საშუალოდ ჩატენვებში (1.6), მე-5 იყო ქულებით (15.2), მე-6 – დაცვაში მოხსნებში (4.1), საშუალო პლუს/მინუს მაჩვენებელი კი +3.8 (მე-18) აღმოაჩნდა. გიორგი ტურის საუკეთესო კალათბურთელი 4-ჯერ გახდა“.