შერმადინის 16 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე – „ტენერიფემ“ სტამბოლში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ასპარეზობს. კუნძულელებმა მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგეს – სტამბოლში მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილი კლუბი „დარუშაფაკა“ 80:59 დაამარცხეს.
216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მან 19 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მასზე ორი ქულით მეტი ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა დარუშაფაკელი მარკელ სტარკსი – 18 ქულა.
𝑷𝒍𝒂𝒚𝒊𝒏𝒈 𝒕𝒉𝒆 𝒕𝒓𝒂𝒏𝒔𝒊𝒕𝒊𝒐𝒏 𝒕𝒐 𝒑𝒆𝒓𝒇𝒆𝒄𝒕𝒊𝒐𝒏 ↔️ @Huertas09 & @gioshermadini are like that old couple who know each other so well, they finish each other’s sentence. #BasketballCL | @CB1939Canarias pic.twitter.com/R1UqqVRPZi
— Basketball Champions League (@BasketballCL) February 1, 2023
„ტენერიფეს“ ორი ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს და ჯგუფის ლიდერია. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 7 თებერვალს „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს.