შერმადინის 15 ქულა და პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 3 მარცხის შემდეგ ტენერიფელებმა შინაურ კედლებში, „რიო ბრეგანთან“ ითამაშეს და 88:81 სძლიეს.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. საერთო სარგებლიანობით შერმადინმა და აბრომაიტისმა თანაბარი შედეგი (20) აჩვენეს.

შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ლიგის ახალბედას, ამჟამად 3-დან 3 გამარჯვების მქონე „ჟირონას“ შეხვდება.