შერმადინი „უნიკახასთანაც“ საუკეთესო იყო - 22 ქულა და 24-ე მოგება #1TVSPORT
შერმადინი „უნიკახასთანაც“ საუკეთესო იყო - 22 ქულა და 24-ე მოგება #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თამაშს თამაშზე იგებს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ჩამორჩება მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“.

30-ე ტურში კუნძულელებმა გიორგის ყოფილ კლუბ „უნიკახას“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად დაამარცხეს – 79:61. ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა შერმადინმა, რომლის შეჩერება უნიკახელებმა ვერაფრით მოახერხეს.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 22 ქულა (13-დან 10 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ად (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) დასხელდა.

16-16 ქულა ჰქონდათ გამთამაშებლებს ფიტიპალდოსა და უერტასს. „უნიკახაში“ 22 ქულით ბუტილი გამოირჩა.

„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში 21 აპრილს „ბილბაოსთან“ გამართავს.

დატოვე კომენტარი