შერმადინი დაბრუნდა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ტრავმა მოიშუშა. მან წელის ტკივილის გამო სამი კვირა იუქმა და მას მერე პირველი მატჩი თავისი ყოფილი კლუბის, „ანდორას“ წინააღმდეგ ითამაშა. გიორგის „ტენერიფემ“ ანდორელები 79:70 დაამარცხა.

შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და 3 ქულას 5 მოხსნა მიამატა. ტენერიფელთა საუკეთესო კალათბურთელი კაილ ვილტიერი იყო – 16 ქულა.

შერმადინის გუნდს 9 ტურის შემდეგ 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში სამ გუნდთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.