შერმადინი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესოა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშება გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ დანიის „ბაკენ ბეართან“ გამარჯვებით გახსნა – 98:73. ამ მატჩის შემდეგ ქართველის ტურის მოთამასედ აღიარება მოსალოდნელიც იყო, რადგან მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34-ს მიაღწია.
გიორგის მართლაც ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა: 21 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება. სროლის სიზუსტე შესაშური ჰქონდა – 13-დან 10 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო შერმადინის თამაშის საუკეთესო მომენტებითა და წარწერით: „შერმადინი შეუჩერებელი იყო, ჩააგდო 26 ქულა და ბურთი 8-ჯერ მოხსნა”.
😤 @CB1939Canarias‘ @gioshermadini was straight 🔥 last night, dropping 26PTS & 8REB in his first #BasketballCL game of the season! pic.twitter.com/lcq45p0Nfz
— Basketball Champions League (@BasketballCL) October 21, 2020