„შერიფის“ შემდეგ „საბურთალოში“ - თბილისელებმა ხორვატი ნახევარმცველი დაიმატეს #1TVSPORT
„საბურთალოში“ ახალი ლეგიონერი ითამაშებს. გუნდში ხორვატი ნახევარმცველი ბენედიკ მიოკი ჩაირიცხა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხორვატი ნახევარმცველი ბენედიკ მიოკი თბილისის „საბურთალოში“ ითამაშებს – ჩვენი კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
27 წლის ნახევარმცველმა კარიერის დიდი ნაწილი ხორვატულ „ოსიეკში“ გაატარა. მიოკმა კარიერა „ოსიეკის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, სადაც კაპიტანი იყო. დიდებში გამოცდილების მისაღებად, 2013 წელს იჯარით გადავიდა მეორე ლიგის „სეგესტაში“, სადაც 18 წლის ასაკში ხორვატიის საფეხბურთო თასზე „ზადართის“ დამარცხებაში (2:0) მონაწილეობდა.
2014 წლის თებერვალში, მიოჩი იჯარით ხორვატიის მესამე ლიგის „ვიშნევაცში“ ჩაირიცხა, შემდეგ – „ბელიშჩეში“, სადაც სადებიუტო შეხვედრაში სპლიტის „ჰაიდუკის“ მეკარე ლოვრე კალინიჩს ბოლო წამზე გაუტანა. 2017 წლის იანვარში „ოსიეკასთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა. იმავე წლის ივნისში, ანდორის „სანტა კოლომასთან“ (2:0) ევროპა ლიგაზე გაიტანა. 2018 წლის 29 აგვისტოს უნგრულ კლუბ „პუშკაშ აკადემიას“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ღირსებასაც 2019 წლამდე იცავდა, ხოლო 2020-2021 წლებში ტირასპოლის „შერიფში“ თამაშობდა.
ბენედიკ მიოკი ხორვატიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომლის ფორმითაც ერთი მატჩი ჩაატარა. ის პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაშობს. „ტრანსფერმარკტი“ მისი ტრანსფერის ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებს. წლეულს ბენედიკი „საბურთალოში“ პირველი ლეგიონერი გახდა.