შერეული ორთაბრძოლები საფეხბურთო მოედანზე - ბრაზილიის იუნიორთა ჩემპიონატი დიდ ჩხუბში გადაიზარდა
შერეული ორთაბრძოლები საფეხბურთო მოედანზე - ბრაზილიის იუნიორთა ჩემპიონატი დიდ ჩხუბში გადაიზარდა

ბრაზილიის იუნიორთა ჩემპიონატის ფინალში (U-17) ერთმანეთს „ატლეტიკო“ და „ფლუმინენსე“ დაუპირისპირდნენ, ამ სიტყვის გადატანითი და პირდპირი მნიშვნელობით.

მატჩის მიწურულს მომხდარმა ინციდენტმა მაყურებლებს ფეხბურთის ნაცვლად, სპორტის სულ სხვა სახეობა გაახსენა.

შეხვედრის დამატებით წუთებზე „ფლუმინენსეს“ ფეხბურთელმა (რომელიც მინდორზე იწვა) „ატლეტიკოს“ მოთამაშეს ფეხი ჩაარტყა, რაც ორი კლუბის თითქმის ყველა წარმომადგენლის ჩხუბის მიზეზად იქცა.

მოჩხუბრების გაშველება მოხერხდა და თამაში გაგრძელდა, რომელიც „ფლუმინენსეს“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1.