შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის ბრძოლები გაიმართა
შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის ბრძოლები გაიმართა

გუშინ დასრულდა MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური. ტურნირი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

პირველი ტურის ფარგლებში სულ 15 ბრძოლა ჩატარდა. მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ოთარ თანზილოვსა (თბილისი) და ადამ ვაშაყმაძეს (ხულო) შორის გაიმართა. თანზილოვმა ეფექტური ნოკაუტით გაიმარჯვა.

 

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის სხვა ბრძოლების შედეგები:

საბა სოზაშვილმა კახა შეწირული ეფექტური მტკივნეული ილეთით დაამარცხა (66 კგ)

გიორგი წამალაიძემ გიორგი კობალაძეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო (70 კგ)

მერუჯან პალიანმა თორნიკე ვარდაშვილს ტექნიკური ნოკაუტით სძლია (66 კგ)

ელგუჯა გოგიამ ილია ქარუხნიშვილს მოუგო (66 კგ)

ლუკა გიორგაძემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა გიორგი ხუნწარია (66კგ)

ნიკა აბრამიშვილი გურამ კვარაცხელიას დამაჯერებლად მოუგო (70 კგ)

ვაჟა მაჭარაშვილმა იასონ იოსელიანს სძლია (93 კგ)

გიორგი კოტორაშვილმა ბექა ხუციშვილი დაამარცხა (93 კგ)

რომან ყურაშვილმა ნიკა კონცელიძეს მოუგო (70 კგ)

 

 

მთავარი ქარდი

ოთარ თანზილოვმა ადამ ვაშაყმაძეს სძლია (61კგ)

ასლან გორგიშვილმა რუსლან ბოლქვაძეს მოუგო (77 კგ)

ბექა თამლიანმა გიორგი კაბულაშვილი დაამარცხა (77 კგ)

ლუკა ბრეგვაძემ იბრაგიმ ბაკაევს სძლია (77 კგ)

ვეფხო ჭინჭარაულმა გიორგი ზურაბიანი დაამარცხა (61 კგ)